ინჯია სააკაშვილზე – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შიმშილობა კარგად „გაიტესტა“

უპრეცედენტო იყო გუშინდელი სასამართლო პროცესი, სადაც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა იმ ბრალდებებისა, რომლის ფაქტობრივი მასალები დადასტურებულია დოკუმენტურად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„ის არც ერთ ნაწილში არ აღიარებს დანაშაულს და მიაჩნია, რომ შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ გადაცდომები და შეცდომები. მას შემდეგ, როდესაც პროკურატურამ, პროკურორებმა განაცხადეს მზადყოფნა, წარედგინათ დოკუმენტები და ვიდეომასალა მისი დანაშაულებრივი ქმედებისა, მან მიატოვა დარბაზი და წავიდა. მიმაჩნია, რომ მისი ასეთი ქმედება საზოგადოების და ქართველი ხალხის აბუჩად აგდებაა. მათი მეხსიერების შეურაცხყოფა და თვალებში ნაცრის შეყრაა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შიმშილობა კარგად „გაიტესტა“. ბადრაგებმაც კი ვერ გაუძლეს ორი საათი ფეხზე დგომას და მისი მონოლოგის მოსმენას, თუ როგორ ირჩევდნენ მას ორჯერ უკრაინის პრემიერ-მინისტრად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი უმრავლესობას – ამ სასამართლოს სისტემის შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკება, მაგრამ თქვენ ამ სასამართლოს რეინკარნაციასა და მის უვადოდ ჩაბეტონებას მაინც ჯიუტად აგრძელებთ!
შემდეგი სტატიამიშელი – თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება, უნდა ვიმუშაოთ მეზობლებთან, ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა