ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას “ანტიკონსტიტუციური ვოიაჟი” უწოდა. “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი პრეზიდენტს ქვეყნისა და მისი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობას სდებს ბრალს და აცხადებს, რომ “ქართველმა ხალხმა ზურაბიშვილს საზღვრის კვეთა უნდა აუკრძალოს”.
ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, “ოპოზიციონერი” ინჯიას გაღიზიანება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მოწოდებამ გამოიწვია:
“ქალბატონი სალომეს ანტიკონსტიტუციური ვოიაჟის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ იყო შეთანხმებული და როგორ მშვიდად შეხვდა მას ქალბატონი სალომე. მიმაჩნია, რომ ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგიდით წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ არის ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიმართული. ყველა ამ ქმედებიდან გამომდინარე, ისღაა დარჩენილი, რომ ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი ქმედების აღსაკვეთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს” ამბობს ინჯია.