ინგუშეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)

სამშაბათს ინგუშეთის დედაქალაქში რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა. ისინი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ. “ბევრი ხალხია. განწყობა მშვენიერია. ძალოვანები წუხანდლიდან აქ არიან. ყველაფერი ნორმალურად მიდის. მთავრობას, ჯერჯერობით, რეაქცია არა აქვს, მაგრამ მათგან არავინ არაფერს ელოდება გარდა ერთისა – გადადგას” – აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაგომედ მიცოლგოვმა “ბიბისის” განუცხადა.

ინგუშეთში საპროტესტო აქციები ჩეჩნეთთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ დაიწყო, რომლის თანახმადაც ინგუშეთის ტერიტორიების ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცა.

 

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია თვის ბოლოს ყრილობას გამართავს
შემდეგი სტატიასტაჟირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში