ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს

ინგუშეთში გაიტაცეს და ცემეს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის თანამშრომელი ოლეგ კოზლოვსკი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოვლენებს აკვირდებოდა – დღეს ორგანიზაციამ გაავრცელა.
კოზლოვსკი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო აქციების მონიტორინგის ჩატარების მიზნით ჩავიდა, რომელიც ჩეჩნეთთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ შეუჩერებლად მიმდინარეობს. კოზლოვსკის მიმართეს პირებმა, რომლებმაც უთხრეს რომ მას ინფორმაციას მისცემდნენ. მანქანაში კი მამაკაცებმა მას განუცხადეს, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ცენტრში მუშაობენ და კოზლოვსკის სიკვდილით დაემუქრნენ, თუკი ის მათთან თანამშრომლობაზე არ დათანხმდებოდა – Amnesty International-ის განცხადებაში წერია. კოზლოვსკი უცნობმა პირებმა მინდორში გაიყვანეს, შიშველი დააყენეს და თავზე იარაღი მიადეს. “როცა ჩემგან ვერ მიიღეს ინფორმაცია, მომეშვნენ, მაგრამ დამემუქრნენ, რომ თუკი მომხდარზე ვინეს ვეტყოდი, შვილებს მომიკვლავდნენ” – თვითონ დაწერა “ტვიტერზე”. მამაკაცებმა მას ტანსაცმელი დაუბრუნეს, ჩასვეს მანქანაში და ვლადიკავკაზის აეროპორტამდე მიაცილეს – “დოიჩე ველე” წერს.
კოზლოვსკიმ პოლიციას მიმართა გატაცების შესახებ, თუმცა, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. მან რუსეთის დროებით დატოვება გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში მეორედ ცდილობენ მთავრობის ფორმირებას
შემდეგი სტატიამეი თვლის, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწევადია