ინგუშეთის პროტესტის ლიდერები ორი თვით დააპატიმრეს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ინგუშეთის დაცვის” თავმჯდომარე ბახარ ჩემურზიევი ორი თვით დააპატიმრეს – ამის შეასხებ გადაწყვეტილება ნალჩიკის საქალაქო სასამართლომ კვირს, 14 აპრილს მიიღო – “კავკაზსკი უზელი” წერს. კვირასვე დააპატიმრეს საპროტესტო მოძრაობის ორი ლიდერი – აჰმად ბარახოევი და მუსა მალსაგოვი.
სამივე მათგანი ინგუშეთის ეროვნული ერთიანობის კომიტეტის წევრია. ისინი, თავდაპირველად, სამ აპრილს დაიჭირეს, რომლის შემდეგადაც 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ მიტინგის ჩატარების წესების დარღვევის გამო.
საუბარია საპროტესტო აქციებზე, რომელიც ჩეჩნეთისთვის ინგუშეთის ტერიტორიების ნაწილის გადაცემას მოყვა. შესაბამისი ხელშეკრულება ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე თვის წინ გააფორმეს. საპროტესტო აქციებზე ხელსეკრულების გაუქმებას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში მასწავლებლების გაფიცვა მეორე კვირაა გრძელდება
შემდეგი სტატიატრამპმა მომდევნო საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვება დაიწყო