ინგუშებმა დონის როსტოვში ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად მიწა აჩუქეს

ინგუშებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ქართველების ნამდვილი ძმები და მეგობრები არიან. ჩვენდამი მათ კეთილგანწყობაზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ინგუში სამოქალაქო აქტივისტი რუსლან აუშევი წერს.
ეს ამბავი დონის როსტოვში მოხდა, სადაც ქართველები და ინგუშები მრავლად სახლობენ. მათ ერთმანეთში მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
აუშევი აღნიშნავს, რომ როსტოვში ქართული დიასპორა საკმაოდ სერიოზულად არის წარმოდგენილი.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი რაოდეობა 10.000-ზე მეტია. ღმერთმა რომ ქნას რომ ისინი მალე მილიონი გახდნენ, – აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.
სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, როსტოვში მცხოვრებმა ასაკოვანმა ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ ქალაქში საჭირო იყო ქართული ეკლესია. შეადგინეს ეკლესიის ესკიზი და პროექტიც დაამტკიცეს.
ეკლესიის ასაშენებლად ადგილიც მონახეს. როგორც აუშევი ამბობს, ქართველებმა ტაძრისთვის ქალაქის ცენტრში საუკეთესო ადგილი შეარჩიეს, ბოდრაიას ქუჩის მიდამოებში. მართალია ქართველებმა მიწა გამოისყიდეს, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობამ იქ ეკლესიის აშენებაზე ნებართვა არ გასცა. რადგანაც ჩათვალეს რომ პროექტიც გათვალისწინებული ნაგებობა, იმ მოედანზე ვერ აშენდებოდა.
ქალაქი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული და ეკლესიის ასაშენებლად სხვა ადგილი ვერ მოიძებნა. ამიტომაც ქართველები იძულებული გახდნენ, ეკლესიის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია ქალაქგარეთ მოეძებნათ.
როგორც რუსლან აუშევი ამბობს, ასეთ შემთხვევაში ასაკოვან ქართველებს ქართულ ეკლესდიაში სიარული გაუჭირდებოდათ _ ქალაქგარეთ ყველას არ შეუძლია გასვლა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ამ ფაქტმა ქართველები ძალიან დაამწუხრა.
ქართველების მიერ უკვე შეძენილი მიწის გვრდით, სადაც ფართობის სიმცირის გამო ეკლესიის აშენება ვერ ხერხდებოდა, ინგუშბს ჰქონდათ ნაკვეთები.
გაიგეს რა მათ ქართველების პრობლემის შესახებ, თავიანთი ნაკვეთები უსასყიდლოდ დაუთმ,ეს ქართულ დიასპორას. რამდენიმეს იქ სახლიც ჰქონდა, მათ სახლებიც დათმეს.
ახლა აქ უკვე შენდება ქართული ეკლესია და მალე იქ ქართულად აღევლინება ღვთისმსახურება, -სიხარულით აღნიშნავს აუშევი.
მისი თქმით, იმაში რომ ინგუშებმა ქართველებს მიწა უსასყიდლოდ დაუთმეს გასაკვირი არაფერია, რადგანაც ინგუშებიც და ქართველებიც ძმობას აფასებენ.
რუსლან აუშევი არ ასახელებს იმ ინგუშების ვინაობას, ვინც ქართველებს ეს საჩუქარი გაუკეთა. ამბობს, რომ ეს თავად იმ ადამიანებს არ სურთ.
ინგუში სამოქალაქო აქტივისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველები ყოველთვის გვერდით ედგნენ ინგუშებს.
ჩვენ ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ინგუშებიც ყოველთვის ქართველების გვერდით იდგნენ. რუსეთის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, არც აფხაზეთში და არც ცხინვალში ინგუშებმა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიიღეს.
გამონაკლისები ამათაც ჰყავდათ, მაგალითად რესპუბლიკის ყოფილი მეთაური იუნუს ბეკ ევკუროვი. მისგან ეს გასაკვირი არ არის, რუსული არმიის გენერალი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდა და რა გასაკვირია, რომ ქართველების წინააღმდეგაც აეღო იარაღი.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმასწავლებელი, რომელმაც სკოლა დახურვას გადაარჩინა უმუშევარი დარჩა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე:უსამართლო ქვეყანა გვაქვს, სამარცხვინოც კი…