16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

ინგოროყვას კლინიკაში პაციენტმა მედპერსონალი დაკბინა [VIDEO]

ინგოროყვას კლინიკაში მედპერსონალს თავს დაესხა პაციენტი ქალი. სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩას, რომ ქალი მიიჭრა რეგისტრატორთან, რის შემდეგაც მოულოდნელად, კისერზე უკბინა მას, წააქცია და ჩემა დაუწყო. თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს ადგილიდან.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ქალი რუსეთის მოაქალაქე იყო, კლინიკის იურისტის თქმით, სიმართლე არ არის.

“37 წლის ქალბატონი შემოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში. უტარდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ღონისძიებები, რის შემდეგაც მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს. ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა დაცვის სამსახურის ჩართვა, გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება მათ მიერ გადაყვანილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს. ჩვენი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიღებული აქვს ზედაპირული დაზიანებები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ საგამოძიებო სამსახურებს. მომხდარის მიზეზი უცნობია, აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი“ – ამბობს “მთავართან“ ინგოროყვას კლინიკის იურისტი, თამარ როყვა.

banner
წინა სტატიაშითუ ასე გააგრძელებენ, მათ ეკონომიკას გავანადგურებთ – ლინდსი გრემი ჩინეთზე, ინდოეთსა და ბრაზილიაზე
შემდეგი სტატიაინგოროყვას კლინიკაში ექთანზე თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო – შსს