ინგოროყვას კლინიკაში ექთანზე თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო – შსს

შსს-ს ცნობით, ინგოროყვას კლინიკაში დღეს პპაციენტის მხრიდან ექთანზე თავდასმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაწყებული.

ინფორმაციისთვის, დღეს დილით, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“კლინიკაში განუცხადეს, ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“შემოყვანილი იქნა პაციენტი, 37 წლის ქალბატონი. მას უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭირო იყო. მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, საბედნიეროდ, დაზიანებები ზედაპირულია, მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერად გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ კლინიკაში.

ინგოროყვას კლინიკაში პაციენტმა მედპერსონალი დაკბინა [VIDEO]

banner
წინა სტატიაშიინგოროყვას კლინიკაში პაციენტმა მედპერსონალი დაკბინა [VIDEO]
შემდეგი სტატიაწალენჯიხელი ლევან გაბედავა აშშ-ში, ნიუ-ჯერსის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს