ინგლისში ქალთა წინადაცვეთის მსხვერპლთ ფსიქოლოგი დაეხმარება

ინგლისში ქალთა წინადაცვეთის მსხვერპლთ ფსიქოლოგი დაეხმარება

14ინგლისის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნების ორგანიზაცია ქალებს, რომლებიც წინადაცვეთის (FGM – ქალების ზედა გენიტალიების ამოკვეთა) მსხვერპლი გახდნენ, დახმარებას გაუწევს.
ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის რეკომენდაციებისა და წესების წიგნს გამოსცემს იმისათვის, რომ მათ პაციენტების სწორი კონსულტირება შეძლონ.
ექიმებს, ასევე შეასწავლიან სასტიკი პროცედურის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური შედეგების აღმოფხვრას.
ამის შესახებ გუშინ “FGM-ს ნულოვანი ტოლერანტობის” საერთაშორისო დღეს გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების წინადაცვეთა ბრიტანეთში აკრძალულია, ყოველწლიურად სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხებში ათასობით შემთხვევა ფიქსირდება. როგორც წესი ისინი არასრულწლოვანები არიან.
კანონი, რომელიც წინადაცვეთას კრძალავს, ბრიტანეთში 1985 წლიდან მოქმედებს, მაგრამ მას შემდეგ სასამართლოში მხოლოდ ერთი საქმე შევიდა.

მთავრობა აცხადებს, რომ “ამ არაკანონიერი და სამარცხვინო პრაქტიკის” საბოლოოდ დასრულებას აპირებს ქვეყანაში.

რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ უელსსა და ინგლისში დაახლოებით 137 ათასი წინდაცვეთილი ქალი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ცნობილია