ინგლისში მოზარდებს მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ინგლისის ქალაქ ლიდსის ორ, 15 წლის გოგონას სასამართლომ 39 წლის ქალის მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
2014 წლის დეკემბერში ქალაქ ხარტლპულის პოლიციამ ანჟელინა რაისტონის გვამი საკუთარ სახლში აღმოაჩინა. როგორც კრიმინალისტები იტყობინებოდნენ, ცხედარს ტანზე სხვადსახვა ტიპის 100-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სახეზე კი – 80. მკვლელობაში ორი ეჭვმიტანილი გოგონა დააკავეს.

როგორც იტყობინებიან, დარდაცვლილი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა და ზოგჯერ არასრულწლოვნებსაც ყიდულობდა ალკოჰოლს, მაგრამ როგორც მეზობლებმა და ახლობლებმა განაცხადეს, ის აბსოლუტურად კეთილგანწყობილი იყო და აგრესია არ ახასიათებდა.
პოლიციის მოანცემებით, მოზარდები მთვრალები იყვნენ. დანის გამოყენებამდე ისინი გვამს სხვადასხვა საგნით ურტყამდნენ, მათ შორის პრინტერით.
სასამართლოზე მოსამართლემ განაცხადა, რომ აჟელინა რაისტონის ცემა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ამ დროს მოზარდებმა სელფიც კი გადაიღეს.
დილის 4 საათისათვის მათ თვითონ გამოიძახეს პოლიცია და მას სახლში წაყვანა სთხოვეს – მათ პოლიციის მანქანაშიც გადაიღეს სელფი.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა დამასკოსთან ქარხანაში 340 მუშა აიყვანეს მძევლად
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:არჩვენების საკთხზე გაიმართა კონსულტაციები პრეზიდენტთან