ინგლისში ლოკდაუნის აკრძალვების მოხსნა ერთი თვით გადადეს, კლინიკებში კოვიდ-პაციენტების რაოდენობა იზრდება

ინგლისში ანტივირუსული შეზღუდვები ძალაში რჩება ლოკდაუნიდან გამოსვლის შემდეგაც, რომელიც 21 ივნისს გაუქმდება – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრეს-კონფერენციაზე თქვა.
მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება მიიღო სოციალური დისტანცირების წესების გაუქმების 4 კვირით გადადების შესახებ. თავდაპირველად 21 ივნისს იგეგმებოდა ყველა შეზღუდვის მოხსნა.

ეს ნიშნავს იმას, რომ დღის წესრიგში რჩება შეზღუდვები სპორტულ მოედნებსა და კინოთეატრებში. ღამის კლუბები და საკონცერტო დარბაზებში კი არ გაიხსნება. გადაწყვეტილება პარლამენტის ქვედა პალატამ უნდა დაადასტუროს – “ბიბისი” წერს.

ბრიფინგზე გამოსვლისას ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ მთავრობა არ იდგა მარტივი გადაწყვეტილების წინაშე, მაგრამ არსეობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ვირუსი ვაქცინაციის პროცესს გაასწრებს, თუკი შეზღუდვებს არ დაიცავენ. “კიდევ ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ” – თქვა ჯონსონმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტით ძალიან შეშფოთებულია, ამ შტამით დაავადება საშუალოდ 64%-ით მატულობს.

კვირას ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა გასულ კვირასთან შედარებით და ყველა მათგანს დაუფიქსირდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც “დელტა” დაარქვეს.

ვაქცინა “ფაიზერი” დელტასგან 96%-ით იცავს, “ასტრა-ზენეკა” – 92%-ით – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმარია ზახაროვამ “ბიბისის” ჟურნალისტებს “ფარისევლები” უწოდა
შემდეგი სტატიაჯიმ რიში რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს და ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს