ინგლისში კნუტმა სარეცხის მანქანაში 60 °С-ზე გარეცხვას გაუძლო

ინგლისში კნუტმა სარეცხის მანქანაში 60 °С-ზე გარეცხვას გაუძლო

42ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში, კნუტი, სახელად ბობი, ცოცხალი გადარჩა იმის შემდეგ, რაც სარეცხ მანქანაში 60 °С-ზე რამდენიმე წუთი იმყოფებოდა.
ბენგალური ჯიშის კატის პატრონმა, 47 წლის ლიზა კიფმა, არ იცოდა, რომ მისი საყვარელი ბობი სარეცხის მანქანაში შეძვრა და დაიძინა.
მან ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როც აუჩვეულო ხმაური მოესმა სარეცხის მანქანიდან.

“ჩემი მუშაობის 15 წლის მანძილზე, მსგავი რამ არ შემხვედრია” – განაცხადა ექიმმა ვეტერინარმა ჯეიმს კელოუმ, რომელთანაც ლიზამ კნუტი მაშინათვე წაიყვანა.
ცხრა თვის ბობს, პრაქტიკულად გონება დაკარგული ჰქონდა და შოკის მოსახსნელად გადასხმები გაუკეთეს.
ლიზას თქმით, სარეცხის მანქანა ბობის საყვარელი ადგილი იყო და დასაძინებლად ყოველთვის იქ ძვრებოდა. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მან კნუტი მანქანიდან ამოიყვანა, მაგრამ სანამ მეორე ოთახში გავიდა პატრონი, კნუტმა ისევ მოსწრო ჩახტომა.
ექიმის თქმით, კნუტი სარეცხის მანქანაში 2 წუთი იყო. ლიზას უფრო გვიან რომ შეემჩნია ბობის მანქანაში ყოფნა, ექიმის თქმით, მისი გადარჩენის შანსი არ იყო

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: “გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა მიიღეს”
შემდეგი სტატიარუსეთმა გაეროს თავდაცვის ხარჯების 48%-ით გაზრდის შესახებ აცნობა