ინგლისში 101 წლის მამაკაცი ბავშვების გარყვნაშია ბრალდებული

ინგლისის სასამართლომ 101 წლის მამაკაცი არასრულწლოვნების სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. რალფ კლარკი, რომელიც 1915 წელს დაიბადა, ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული ბრალდებულია. ჟიურიმ ის სექსუალური ძალადობის 21 ეპიზოდში სცნო დამნაშავედ, რომელიც 1970-1980 წლებში ხდებოდა.
მამაკაცი სატვირთოს მძღოლად მუშაობდა. მას საკუთარი ავტოფარეხი ჰქონდა, სადაც ბავშვებს ველოსიპედებს ურემონტებდა.
კლარკის დანაშაულებებზე გასულ წელს გახდა ცნობილი, როცა პოლიციას მისმა ორმა მსხერპლმა მიმართა. კლარკს სასამართლო განაჩენს ორშაბათს, 19 დეკემბერს გამოუტანს.

banner
წინა სტატიაშიკიევის სასამართლომ იანუკოვიჩის დაკავების სანქცია გასცა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ადმინისტრაციული ერთეულისთვის სახელის გადარქმევის მიზნით რეფერენდუმს ჩაატარებს