ინგლისის უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გაამართლა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ე.წ. „გარდაცვლილი მეგობრის ქონების მითვისების“ საქმეზე ინგლისის უზენაესმა სასამართლომაც გაამართლა. ამის შესახებ ბიზნესმენის შვილი მიხეილ ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ 5 წლის წინ, პატარკაციშვილის ოჯახის უკან მდგარმა ადამიანმა, კერძოდ ირაკლი რუხაძემ უჩივლა მამაჩემს. ბრალდება იყო ძალიან მძიმე – გარდაცვლილი მეგობრის ქონების მისაკუთრება.

რამდენიმე თვის წინ, ინგლისის სასამართლოში ეს დავა წააგეს. ამ მარცხზე თქვეს, რომ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი და უახლოეს მომავალში გამოასწორებდნენ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების გზით. გუშინ ჩამბარდა ინგლისის უზენაესი სასამართლოს (ბოლო ინსტანცია) გადაწყვეტილება, სადაც საბოლოო წერტილი დაუსვეს მათ სარჩელს“, – წერს ბიზნესმენის შვილი სოციალურ ქსელში.

ქონებრივი დავა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატიამოხარული ვარ, რომ ქართულ ჯარს გადავეცით ტყვიამფრქვევები, რომელსაც ნატოს ძალები იყენებენ