ინგლისის სასამართლომ გადაწყვიტა სერგეი და იულია სკრიპალების სისხლის ნიმუში დამოუკიდებელი ანალიზისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გადასცეს

ინგლისის სასამართლომ გადაწყვიტა სერგეი და იულია სკრიპალების სისხლის ნიმუში დამოუკიდებელი ანალიზისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გადასცეს – ლონდონის სასამართლომ 22 მარტს დაადგინა – სასამართლო განიხილავდა იმ პირთა საქმეს, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. როგორც მიღებულ ტექსტშია ნათქვამი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია უგონოდ იმყოფებიან, ამიტომ ვერ დათანხმდებიან მათთვის სისხლის ანალიზის გაკეთებას.

მიმდინარე მომენტისთვის შეუძლებელია დადგინდეს როდის დაუბრუნდებათ ცნობიერება სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს, რომლებიც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით არიან მოწამლული. სკრიპალების ინტერესებიდან გამომდინარე ლონდონელმა მოსამართლემ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექიმებს უფლება მისცა სკრიპალების სისხლის ნიმუში გადაეცეს დამოუკიდებელი ანალიზისთვის ქიმიური იარაღოს აკრძალვის ორგანოზაციას.
ექსპერტები სისხლის ხელახალ ანალიზს ჩაატარებენ, რომელიც მანამდე პორტონ-დაუნის ლაბორატორიაში გაკეთდა. ასევე, სისხლს ჩაუტარდება დნმ-ის ანალიზი იმის დასტურად, რომ ის ნამდვილად სკრიპალებს ეკუთვნით.
პორტონ-დაუნის ექსპერტებმა სკრიპალების სისხლში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკი” გამოავლინეს.
ექიმების თქმით, 66 წლის სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური.

ბრიტანეთმა საქმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ანალიზისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები ჰააგადან მოიწვია. მათ ახალაღებული სისხლი დასჭირდათ, მაგრამ რადგანაც ორივე დაზარალებული უგონოდაა, სისხლის გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელი გახდა. მთავრობის იურისტებმა სასამართლოს 20 მარტს მიმართეს.

სკრიპალები ლონდონთან ახლოს ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიაფრინში 3 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიასარკოზი: ბრალდებამ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია