სოფელ ინგირში სახანძრო და სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული

ganmuxuriამ წუთებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ხანძრის ჩაქრობას ოთხი სახანძრო მანქანა ცდილობს. როგორც „თაიმერს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ცეცხლი იმ სახლს გაუჩნდა, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს. აქედან ორი აფხაზეთიდანაა დევნილი, ერთი კი ადგილობრივია. სამივე ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.
როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, მობილიზებულია სახანძრო და სამედიცინო ეკიპაჟი. ხანძრის გაჩენის მომენტში, ბინაში მცირეწლოვანი ბავში იმყოფებოდა.
დაზარალებულთა თქმით, ბინაში შეშის ღუმელი არ იყო. ამიტომ, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
სამი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

banner
წინა სტატიაში(video) ასტანაში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომა მსხვერპლის გარეშე დასრულდა
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტნიორებს სახალხო პარტიიდან არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე