ინგა გრიგოლია: „ვაი, თქვენს პატრონს!“

„ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ
სტატუსს, რომლებიც არც შვილის ქორწილს შეგარგებენ და არც – ბედნიერებას: ქორწილი შედგება პატარძლის და სიძის სამეგობროსგან, ოჯახისგან,ოჯახის ახლობლებისგან და კეთილმოსურნეებისგან. სხვა ადამიანებიც იყვნენ ნიკას და მაროს ქორწილში, არ გინახავთ?!. სხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები… ყველასი ძალიან მადლობელი ვარ, ვინც ამ ქორწილში იყო, მოვიდა, დაგვაფასა, სიძის თუ პატარძლის მხრიდან. ყველას მილიონ მადლობას ვუხდი… ყველას საგანგებო მადლობა გადავუხადე – ამა თუ იმ პოზიციის ადამიანს… თქვენ კი, ვინც ჩემს პროფესიულ ობიექტურობა-არაობიექტურობას უკავშირებთ ქორწილის სტუმრებს, გეტყვით ერთს: ვაი, თქვენს პატრონს!“ – ეს პოსტი ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც მისი შვილის ქორწილში ყოფილი და მოქმედი პრემიერების გამოჩენა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან განსჯის საგანი გახდა.
„თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა, ვგიჟდები, ისე მიყვარს ტასოს საყვარელი ნათლია, მაგრამ ეს ოჯახური ამბები ჩემს გადაცემებზე არ ასახულა, მგონი,“ – წერს გრიგოლია და იქვე, განმარტავს, რომ შვილის ქორწილზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.
„ვაი, თქვენს პატრონს, მართლა!“ – ასე მთავრდება გრიგოლიას პოსტი.

banner
წინა სტატიაშიხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
შემდეგი სტატიაუკრაინა აპირებს შეზღუდვა დააწესოს რუსეთში გამგზავრებაზე