ინგა გრიგოლია: შანტაჟის არ მეშინია და მოლოდინი მაქვს, რომ კადრები გამოქვეყნდება

ლამბერსექსუალური იმიჯი

საერთოდ არ მეშინია შანტაჟის და მაქვს მოლოდინი, რომ კადრები გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ჟურნლისტებს პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა.

“მე მზად ვარ ამ თემაზე ღიად ვისაუბრო. მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება კადრები. მე არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ვიყო შიშში. პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი”, – განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ემოციებმა არ დაანგრიოს.

“მე ვარ 45 წლის და საკმაოდ დიდი ვარ ასეთი ტიპის ემოციებმა არ დამანგრიოს. ამას თუ ბოლო არ მოეღო, დაინგრევა ქვეყანა”- აღნიშნა გრიგოლიამ.

მისივე განცხადებით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი თუ როდინდელია კადრები.

“როდესაც ვსაუბრობ, რომ 2012 წლამდე მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები, არ გამორიცხავს, რომ 2012 წლის მერე არ ჩაუწერიათ. სანამ არ დადებენ ამ კადრებს, არ ვიცი რაზეა საუბარი. როდესაც დაიდება კადრები ასე ღიად ვიტყვი თუ რა დროს არის გადაღებული და საერთაშორისო დონეზე სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები”, – აღნიშნა გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაში“მეტრო პლიუსს” ფოთის მერის ძმა ლობირებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ქართულ საზოგადოებას არავის დავატერორებინებ