ინგა გრიგოლია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ლამბერსექსუალური იმიჯი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ქვეყნის მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.ჟურნალისტს პროკურატურიდან გუშინ საღამოს დაუკავშირდნენ და დღეს 12 საათისთვის დაიბარეს. დაკითხვაზე ჟურნალისტის დაბარების მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ანონსი გახდა,რომლის მიხედვითაც ,თუ სხვა დასახელებულ პირებთან ერთად 31 მარტამდე ქვეყნიდან არ წავა, მისი პირადი ცხოვრებiს ამსახველ კადრებს გაასაჯაროებენ.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტის დაკითხვაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც მან ტელეკომპანია ,,რუსთავი2-ის,, გადაცემა ,,არჩევანში,, გააკეთა,რომ მას 2012 წლის არჩევნევანდე ჰქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა ფარულად გადაღებული მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. თუმცა ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ამ ფარულად გადაღებული მასალის შესახებ მას ინფორმაცია ჰქონდა და საკუთარი თვალით მას არ უნახავს ეს მასალა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლებას მიესალმება
შემდეგი სტატიათსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა