ინგა გრიგოლია: ისე, გულზე ხელი დავიდოთ და ყველამ ვთქვათ, ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდით …

იური მეჩითოვის ალ ჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება.

,,ისე, გულზე ხელი დავიდოთ და ყველამ ვთქვათ, ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ გავიდოდა წლები და 9 აპრილსაც ვინმე შეეხებოდა. ჩვენივე ქვეყანაში და რუსებს გააპრავებდა? მე ვერასდროს წარმოვიდგენდი და აი, 2018 წლის ნოემბერში ეს დღეც დადგა ” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იური მეჩითოვმა ალჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ რუსებს 9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ და 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. მისივე აზრით, “200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები.”

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მორიგ ჯერზე სიბნელეში ჩაიძირება ქვეყანა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძემ და გედევან ფოფხაძემ “ოცნების” ოფისთან დაზარალებულ მენაბრეებს აქციის გამართვა მოსთხოვეს – ელისო კილაძე