ინგა გრიგოლია: დედა ტირის, და რას ტირის, შვილთან ერთად ტირის, იმას, რასაც პროპაგანდა უპირისპირებს

“დედა ტირის, და რას ტირის, შვილთან ერთად ტირის, იმას, რასაც პროპაგანდა უპირისპირებს. გული აქვს გახეთქვაზე და ჩვენც გული გვაქვს გახეთქვაზე”, – ასეთი განცხადება გააკეთა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ინგა გრიგოლია, სახელისუფლებო პროპაგანდას მოუწოდებს, რომ არ გააშავონ ლექსო ლაშქარავას ხსოვნა:

“ახლა მოვდივარ მათი სახლიდან, ლექსოს დედა არის შოკში, იმ შეურაცხყოფის გამო, რასაც მის გარდაცვლილ შვილს უგორებენ, რასაც კადრულობს პროპაგანდის მანქანა. დედა არის შოკში, შვილის გარდაცვალების პარალელურად სადარდებელი გაუხდა, თავისი შვილის რეპუტაცია. ქართულ ტრადიციებზე რომ გველაპარაკებით ხალხო, ქართული ტრადიციაა მიცვალებულის შეურაცხყოფა? რომელ ქართულ ტრადიციაში ზის, ის მაინც არ გსმენიათ, რომ თუ კარგს არ იტყვით, ცუდი მაინც არაფერი თქვათ, ამ ქვეყნიდან წასულ კაცზე, ესაა თქვენი ქართული ტრადიცია. დედა ტირის, და რას ტირის, შვილთან ერთად ტირის, იმას, რასაც პროპაგანდა უპირისპირებს. გული აქვს გახეთქვაზე და ჩვენც გული გვაქვს გახეთქვაზე”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს მომავალში ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება
შემდეგი სტატიაშეკრებილები სკანდირებდნენ – “მკვლელებო” და “სირცხვილია”