ინგა გრიგოლია: ცელოფანში რომ ჩატენეს ცხედარი, სად ეჩქარებოდათ?

ტვ პირველის ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას კითხვები შსს-ს მიერ გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედრის მოტაცებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

გრიგოლიას თქმით, ჩნდება კითხვები რატომ ეჩქარებოდა უწყებას გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაზე გადასვენება და რატომ გააკეთეს ეს ძალის გამოყენებით ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ.

“პასუხისმგებელი არის ყველა ვინც გააკეთა ეს , ვინც დაგეგმა ეს, ვინც წააქეზა და წაახალისა, გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, რომ მე ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ რომ პასუხი აგოს ყველამ, პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა ბიჭებმა.

სად ეჩქარებოდათ ცელოფანში რომ ჩატენეს მისი ცხედარი, ლიფტში რომ შეიტანეს. სად გეჩქარებოდათ რატომ გადაწყვიტეთ ესეთი სიჩქარე რისი დაწერა უნდათ?

უნდა იცოდეთ სანამ აიღებთ მიკროფონს ხელში, რომ ქუჩაში რომ გახვალთ წახალისებულმა ჯგუფებმა ვირაცას შეიძლება არ მოეწონოს რეპორტაჟი ან გამომეტყველება და მოგკლან”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის
შემდეგი სტატია“მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და რასაც მოჰყვა ტრაგედია, ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს”