ინგა გრიგოლია: “ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ?”

“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ?” – ასე ეხმაურება სასაამართლოს გადაწყვეტილებას “TV პირველის” ჟუნალისტი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!” – წერს ინგა გრიგოლია.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

მათი მიზანია როგორმე გავიდნენ წყაროზე – ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
“TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა
შემდეგი სტატიადიეგო კოლასი – ჩვენ ძალიან მივესალმებით ბატონი შარლ მიშელის ვიზიტს და შეთავაზებას