ინგა გრიგოლია: 20 ივნისი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელად არ დაწყებულა

ხელისუფლება გვთავაზობს ,რომ კაპიტოლიუმში შევარდნას შევადაროთ 20 ივნისის პროტესტი. უკაცრავად, მაგრამ 20 ივნისი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელად არ დაწყებულა .არ გამოვა ეს შედარება,ძალიანაც რომ მოინდომოთ,არ გამოვა , რადგან კაპიტოლიუმში შევარდნისგან განსხვავებით, ჩვენ იმ დღეს,წელიწადისა და რვა თვის წინ, ვაპროტესტებდით ოკუპანტი ქვეყნის კომპარტიის ლიდერის შეყვანას პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას, იმ ქვეყნის პოლიტიკოსის,რომელიც ჩვენი მტერია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, რომელიც ბომბებს გვაყრის ხოლმე პერიოდულობით თავზე,ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს და საკუთარი სახლებიდან ყრის. არ გამოვა ეს შედარება, არა… რადგან კაპიტოლიუმში შევარდნა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოყვა და არა პარლამენტში ოკუპანტის დასმას .სხვა შედარებებს მიაწექით, სჯობს-წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიკინზინგერი მელიას დაკავებაზე: მთავრობის სულელური ნაბიჯია, სამწუხარო დღეა დემოკრატიისთვის
შემდეგი სტატიაანა დოლიძის მიმართვა სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გოგინაშვილს: გეძლევათ შანსი შეცვალოთ საქართველოს ისტორია