ინდუსტრია, სრულად, 20 წლის განმავლობაში ქონების გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული

როგორც კი კრიზისი დაიწყო, რა თქმა უნდა, ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდებოდა კრიზისი, დღესაც არავინ არის მზად ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე იმედის მომცემი მონაცემები და ციფრები გვაქვს. პირველი, რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდებოდა, კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ახლა როგორც ჩამოვყალიბდით, ვხედავთ, რომ საკმარისი არ არის, ყველას კარგად გვესმის, უკვე ისე განვითარდა ეს კრიზისული პროცესები და გადავდგით შემდგომი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ბათუმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით მომავალში განხორციელდება.

„ინდუსტრია, სრულად, 20 წლის განმავლობაში ქონების გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული; სასტუმროების რაოდენობა, რომელთაც სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში მივეხმარებით გავზარდეთ და ეს აღარ იქნება 50 ნომრამდე, იქნება სასტუმროები, რომლის ბრუნვა არის 20 მლნ-მდე. დანარჩენი სასტუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და იქ ამის არც საშუალებაა და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადიც, მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტურისტული ინდუსტრიის ტურ-ოპერატორები, რომელთაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული ბლოკებად, პირველ რიგში გადაზიდვებზეა საუბარი, მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით, გიდები ცალკე საკითხია, დიდი სოციუმია, ასევე მნიშვნელოვანი, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება, გარდა ფინანსური დახმარებისა, ცოტა უფრო მეტად ელემენტარული სტრუქტურირების თვალსაზრისით, რომ მათი საქმიანობა ცოტა უფრო ეფექტური, მოწესრიგებული და შედეგიანი იყოს ყველა ჩვენგანისთვის,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: ხელისუფლება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა