ინდონეზიის პრეზიდენტი: პედოფილიის აღმოფხვრა შესაძლებელია ქიმიური კასტრაციით

32ინდონეზიას პედოფილიის აღმოფხვრა შეუძლია ქიმიური კასტრაციით – ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ “ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა. მან თქვა, რომ ინდონეზია ადამიანის უფლებებს პატივს სცემს, მაგრამ როცა საუბარია სექსუალური სახის დანაშაულზე, იქ კომპრომისი არ იქნება.
ოქტომბერში ინდონეზიამ არაერთგვაროვანი კანონი მიიღო, რომელიც პედოფილების ქიმიურ კასტრაციას ლეგალურს ხდის. დოკუმენტმა პარლამენტში დიდი და ხანგრძლივი დებატები გამოიწვია, თუმცა, საბოლოოდ მაინც მიიღეს.
ახალი კანონის თანახმად, სექსულურ ნიადაგზე დამნაშავე სიკვდილით დაისჯება, ან დაექვემდებარება ქიმიურ კასტრაციას და თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთას.
ინდონეზიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი წევრები ამ კანონის აღსრულებაში არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგანაც ის სამედიცინო ეთიკას არღვევს.
“თუკი ქიმიურ კასტრაციას პერმანენტულად გამოვიყენებთ, ჩემი აზრით, სექსუალური დანაშაულებები შემცირდება” – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შაქარი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფართო ჩართულობით გადაისინჯოს