ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო უკრაინაში ჩავიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო უკრაინაში ჩავიდა. ინდონეზიის ლიდერმა მოინახულა კიევის ოლქის ქალაქი ირპენი, რომელიც ომის დაწყებისას რუსეთის ძალებს გარკვეული პერიოდით ჰქონდათ დაკავებული.

კიევში ჯოკო ვიდოდოს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინდონეზიის პრეზიდენტი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გზებს ეძებს.

ომის დაწყებამდე უკრაინა ინდონეზიაში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.

უკრაინიდან ჯოკო ვიდოდო რუსეთში გაემგზავრება ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.

როგორც მან ვიზიტამდე განაცხადა, ის გეგმავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

ინდონეზია ამჟამად დიდი ოცეულის თავმჯდომარეა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაგავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას – ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტისა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით – ნატო