15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა

ინდონეზიაში ვულკანი ანაკ კრაკატაუ ამოიფრქვა. სტიქიური მოვლენის გამო ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით ფრენა გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხება ძირითადად შეეხო საერთაშორისო რეისებს სინგაპურის, დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებით.

მედიის ცნობით, ვულკანის კრატერიდან ფერფლის ინტენსიური ამოფრქვევა პარასკევს, ღამით დაიწყო. ვულკანის გააქტიურებამ რეგიონში სეისმური ბიძგებიც გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავად მაღალი სეისმური აქტივობისა და ფერფლის დიდი რაოდენობით გაფრქვევისა, ამ ეტაპზე ცუნამის წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს. სპეციალისტები ვითარებას უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: დასჭირდათ, რომ ღარიბაშვილი “შეაზილონ” ოპოზიციას
შემდეგი სტატია“როსნეფტის” ერთ-ერთ უდიდეს ქარხანას უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს — იერიში რიაზანზე