ინდონეზიაში წყალდიდობის და მეწყერის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში წყალდიდობის და მეწყერის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

11დაახლოებით 24 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად.
მაშველები დაკარგულებს ინტენსიურად ეძებენ.
ძლიერი წვიმების გამო, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა,დატბორილია ათასობით სახლი, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ. ბევრი მათგანი თავის გადასარჩენად სახლების სახურავებზე ისხდნენ. ერთ-ერთ სოფელში 5 ადამიანი საკუთარ სახლის ნანგრევებში ჩარჩა.

ინდონეზიაში, მედიის თქმით, მეწყერი ძალიან ხშირად ხდება.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმიამ ელ-ფალუჯაში ციხეებიდან ასობით დაკავებული გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიაკოლორადოში, დედამ პუმას შვილი პირიდან გამოსტაცა