ინდონეზიაში ნანგრევების ქვეშ 152 ათასზე მეტი ადამიანი რჩება

ინდონეზიაში ნანგრევების ქვეშ 152 ათასზე მეტი ადამიანი რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აჰმად რამადანმა განუცხადა.

„ჩვენი აზრით, ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 152 ათასი ადამიანია ცოცხლად დამარხული. სტიქიამ 65 700-ზე მეტი სახლი გაანადგურა“, – განაცხადა რამადანმა.

7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 1 558 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად 113 ადამიანი ითვლება, დაშავებულთა რაოდენობა კი 2500-ს აღწევს.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი – ნატო-საქართველოს წვრთნები არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ
შემდეგი სტატიანიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე ფინალში გავიდა