ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 350 ადამიანს შეადგენს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ამდენი ადამიანის დაღუპვა მიწისძვრამ გამოიწვია თუ ცუნამმა.

შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიენიჭა და იაპონიისა და ტაივანის მიმართულებით მიემართება.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის ქალი დააკავეს
შემდეგი სტატია50 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები ჰაკერების ხელში – Facebook-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა