ინდონეზიაში ჩახუტების შემდეგ შეყვარებულებს გაროზგვა მიუსაჯეს

ინდონეზიის პროვინცია აჩეხში შეყვარებულ წყვილს გაროზგვა მიუსაჯეს საზოგადოებრივი შეკრების ადგილას გრძნობების გამოხატვის გამო – Channel News Asia ავრცელებს. 18 წლის მამაკაცი და ქალი ბანდა-აჩეხის ცენტრში, ერთ-ერთი მეჩეთის შესასვლელთან ასობით ადამიანის თვალწინ ერთმანეთს ეხუტებოდა. მათ 17 როზგის დარტყმა მიესაჯათ. მათთან ერთად, სახალხოდ გამოვლენილი გრძნობების გამო საზოგადოებრივი გაროზგვა მიესაჯა 35 წლის მამაკაცს და 40 წლის ქალს, თუმცა, განაჩენის ასრულება გადაიდო ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ოთხივე პირი განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე თვე ციხეში იქნებიან.

banner
წინა სტატიაშივინ არიან ადამიანები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებთან წვდომა ჰქონდათ
შემდეგი სტატიარუსეთმა რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლაზე პასუხის გაცემის პირობა დადო