ინდონეზიის სანაპიროსთან მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას რეგიონი იყო. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ჩამოინგრა ასობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და სამედიცინო დაწესებულება. დაზარალებულ ზონაში ჩახერგილია გზები, გაწყვეტილია ელექტროენერგია და მობილური კავშირი, რის გამოც მაშველებს ზოგიერთ რაიონამდე მიღწევა უჭირთ. ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.


















