5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ინდონეზია ირანსა და აშშ-ს შუამავლობას სთავაზობს

ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო მზადაა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, – ამის შესახებ ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ინდონეზია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და დიპლომატიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განცხადებაში ასევე ხაზგასმულია თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა.

„ინდონეზიის მთავრობა, კერძოდ, ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დიალოგს უსაფრთხოების ხელსაყრელი პირობების აღსადგენად და თუ ორივე მხარე შეთანხმდება, ინდონეზიის პრეზიდენტი მზადაა, თეირანში გაემგზავროს მედიაციის განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირეზა ფაჰლევი: სამიზნე “ისლამური რესპუბლიკაა” და არა ირანის ერი
შემდეგი სტატიაცოცხლები არიან თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი – რას ამბობს მინისტრი