ინდოეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 5 ადამიანი.
An-32-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა.
ინდოეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ადგილზე მაშველები მუშაობენ. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


















