ინდოეთში პანდემიის გამო 12 მინისტრი გადადგა

“ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ საკუთარ კაბინეტში კაპიტალური რეორგანიზაცია ჩაატარა და 12 მინისტრი დაითხოვა” -წერს “დოიჩე ველე”.

მინისტრებს შორის არიან განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელები. ინდოეთის პრემიერს და მის კაბინეტს მწვავედ აკრიტიკებენ პანდემიის გამო მიღებული ზომებისა და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების გამო.

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ინდოეთში პანდემიის პარიოდში 400 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა და ის აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ პანდემიის მანძილზე გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილზეა.

სულ პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუს კოვიდ-19-ით 4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა – ამერიკულმა ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა გაავრცელა 8 ივლისს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა პოლონეთის და უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების მოწოდება გააკეთა
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: „ქართულ ოცნებას“ სურდა გასწორებოდა ჟურნალისტებს