ინდოეთში პაციენტები, ოჯახები ჟანგბადს ითხოვენ (ფოტო)

ინდოეთში პაციენტები, ოჯახები ჟანგბადს ითხოვენ

ინდოეთში, სადაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე სწრაფი ტემპია, საავადმყოფოები ვერ იღებენ პაციენტებს, მათ არ გააჩნიათ საწოლები, წამლები და სამედიცინო ჟანგბადი. სულ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. პაციენტთა ოჯახის წევრები ჟანგბადს საავადმყოფოებს გარეთ ძებენ, პაციენტები გზაში კვდებიან, მათი ახლობლები ქუჩაში ტირიან, ქუჩაშივე მიდის გარდაცვლილთა კრემაცია.

უკანასკნელი 24 საათის მანძილზე დაახლოებით 3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რაოდენობა კი რამნდენიმე დღეა რეკორდულად მაღალია.

“ალ ჯაზირა” ინდოეთში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის ამსახველ ფოტო-მასალას ავრცელებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთს აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი დახმარებას გაუგზავნის.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მაფიასთან ბრძოლის ოპერაციაში ასამდე პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა პარლამენტში შესულიყო და სამსახური ეშოვნა