ინდოეთში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუს კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 414 188-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 3 915-მდე – ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით “ალ-ჯაზირა” წერს. სულ ქვეყანაში 21,49 მილიონი პირია დაავადებული, გარდაცვლილია – 234, 083 .
მიმდინარე კვირაში სტატისტიკა ასეთია – 1,57 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდ-19-ით, 15,100 კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, ექსპერტები თვლიან, რომ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 5-30-ჯერ მეტი შეიძლება იყოს.

banner
წინა სტატიაშიქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს, ვირტუალურ სივრცეში გაიმართება
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს