ინდოეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა შოკისმომგვრელია

ინდოეთი ინფიცირებულთა შოკისმომგვრელი რაოდენობა

ყოველდღე ინდოეთში 360 ათასზე მეტი პირი ინფიცირდება – ასეთია ბოლო რამდენიმე დღის მეტნაკლებად ცვალებადი სტატისტიკა. სულ ინდოეთში 18 მილიონი პირი დაავადდა ვირუსით, 200 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. ცხადია, დაურეგისტრირებელი შემთხვევების რაოდენობაც, იქნება. დაავადების ზრდა, შესაძლოა, პრობლემა გახდეს არა მხოლოდ ინდოეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვისაც – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

ინდოეთს კრიტიკულ სიტუაციაში სხვადასხვა ქვეყანა ეხმარება, მათ შორის აშშ, გერმანია, რუსეთი და სხვები.

ინდოეთში ორმაგი მუტაციის მქონე კოვიდ-19-ის გავრცელება, სხვა მიზეზებთან ერთად გამოიწვია იმანაც, რომ მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის ყველაზე დიდ ფესტივალზე, რომელიც მთავრობას არ აუკრძალავს, 175 მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ვაქცინები ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის
შემდეგი სტატიახაზარაძე: თუ სერიოზული გარდაქმნები გვინდა, ევროკავშირს უნდა დავუჯეროთ