ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ინდოეთში კორონავირუსის ახალი, ორმაგად მუტაციური შტამი აღმოაჩინეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამას გარდა, ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც.

ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – „ქართული ოცნება“ არასწორად აფასებს დასავლელი პარტნიორების გზავნილებს
შემდეგი სტატიანათელაშვილი – იძულებითი შრომა მონობის ტოლფასია