ინდოეთში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის ფორმატი ჯერჯერობით გაურკვეველია

ინდოეთში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის ფორმატი ჯერჯერობით გაურკვეველია. საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა მიწვევა მიიღო და მისი ვიზიტი სამიტზე არ არის გამორიცხული.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდოეთში 9-10 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა მიიღო ჩინეთში ჩასვლის მიწვევა და აპირებს ვიზიტის განხორციელებას ოქტომბერში, როდესაც დაგეგმილია ფორუმი „ერთი სარტყელი – ერთი გზა“.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანორვეგიელი დეპუტატი სათვალის ქურდობაში გამოიჭირეს – მან მანდატი და თანამდებობა დატოვა (ვიდეო)