ინდოეთში 18 სპილოს სიკვდილს იძიებენ

ინდოეთის მთავობამ პარასკევს მინიმუმ 18 სპილოს სიკვდილის გამოძიება დაიწყო. სპილოების გუნდი ხუთშაბათს ასამის შტატში, კანდალის დაცული პარკის ტერიტორიაზე იპოვეს. პარკის ოფიციალურმა პირებმა და ადგილობრივმა დეპუტატმა ჯიტუ გოსვამმა თქვეს, რომ სპილოების სიკვდილი, სავარაუდოდ, ელვამ გამოიწვია. თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველმა სოუმიადიპ დატამ, რომელიც Nature’s Beckon-ის ჯგუფს წარმოადგენს, თქვა, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოების თანახმად, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. მისი აზრით სპილოები მოწამლულია. “უნდა დაველოდოთ კვლევების შედეგებს, რომელიც მალე იქნება” – თქვა მან.

ინდოეთში დაახლოებით 30 ათასი სპილო ცხოვრობს, რაც აზიური ველური სპილოების 60%-ს შეადგენს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკუჭავა – გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე
შემდეგი სტატიაღაზას სექტორში დაჭრილები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაჰყავთ