ინდოეთმა კოსმოსურ ზესახელმწიფოდ გამოაცხადა თავი

ინდოელმა სამხედროებმა წვრთნების ფარგლებში კოსმოსური თანამგზავრი ჩამოაგდეს დედამიწისზედა დაბალი ორბიტიდან. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ამას ქვეყნის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაში უმნიშვნელოვანესი მიღწევა უწოდა. ტელემიმართვაში პრემიერმა განაცხადა, რომ ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც თანამგზავრის საწინააღმდეგო იარაღი გამოიყენა. ადრე ეს გააკეთეს აშშ-მ, რუსეთმა და ჩინეთმა.
პრემიერ მოდის თქმით, თანამგზავრი 300კმ-ის სიმაღლიდან ე.წ. მისია “შაკტის” ფარგლებში ჩამოაგდეს. “დღეს ინდოეთმა უპრეცენდენტი მიღწევა დააფიქსირა. ინდოეთი, დაფიქსირდა, როგორც ზესახელმწიფო” – მოდის სიტყვებს “ბიბისი” ციტირებს.

ანალოგიური გამოცდა 1960-1970-იან წლებში საბჭოთა კავშირში წარმატებით ხორციელდებოდა. აშშ-მ 1985 წელს გამოსცადა რაკეტა AGM-135, რომელმაც ძველი ამერიკული თანამგზავრი Solwind P78-1 გაანადგურა.
ამის შემდეგ, თანამგზავრების საწინააღმეგო გამოცდები თითქმის 20 წლით შეჩერდა და 2007 წელს ჩინეთმა ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშიშეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ინსტრუქციებზე საუბრისას – ნინო წილოსანი ბესელიასთვის შეცდომით გაგზავნილ SMS-ზე საუბრობს
შემდეგი სტატიამგზავრის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ტაქსის მძღოლს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა