მას შემდეგ, რაც 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა ინდოეთისთვის ნავთობის „დიდი ფასდაკლებით“ შეთავაზებაზე, ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კორპორაციამ უარი განაცხადა, ფედერაციისგან ნავთობის შესყიდვაზე. ამის შესახებ Reuters-ზე დაყრდნობით UNIAN იტყობინება.
უახლესი ტენდერიდან გამოირიცხა გოგირდის მაღალი შემცველობის რამდენიმე კლასის ზეთი, მათ შორის რუსული ურალიც.
მედიის ცნობით, Das-ის, Eugene Island-ის, Thunder Horse-ისა და Urals-ის ნედლი ნავთობი უახლეს ტენდერში მონაწილეობის სიიდან გაეწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში, ამ კვირაში კომპანია მაის-ივნისში გადაზიდვის ორ ტენდერს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, IOC-მა მაისში ჩასატვირთად 6 მილიონი ბარელი რუსული ურალის ნავთობი შეიძინა. კორპორაცია რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია.