ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრ ნარენდრ მოდის პარტია “ბხარატია ჯანატა პარტი” (ინდოეთის სახალხო პარტია) ლიდერობს – ორშაბათს, 20 მაისს Times of India ავრცელებს – “დოიჩე ველე” წერს.
ოპოზიციური პარტიის კოალიცია “გაერთიანებული პროგრესული ალიანსი”, სავარაუდოდ, 94-დან 132-მდე მანდატს აიღებს.

ინდოეთში არჩევნები ექვსი კვირა მიმდინარეობდა. ის 11 აპრილს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ხმის მიცემა, რომელშიც სულ 900 მილიონი მოქალაქე მონაწილეობდა, 19 მაისს დასრულდა. ხმების დათვლა 23 მაისს დაიწყება და შედეგები იმავე დღეს გახდება ცნობილი.
2014 წლის არჩევნებზე მოდის პარტიამ 272 ადგილი აიღო.

banner
წინა სტატიაში“არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი” – ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი შვილს
შემდეგი სტატიამთაწმინდის წაგებისთვის კალაძე მიიჯირყვნება! – კილაძე