ინდოელმა პოლიციელმა შემთხვევით ჩამოიხრჩო თავი საგანმანათლებლო ჩვენების დროს

ინდოეთში პოლიციელმა თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო, როცა ცოლს აჩვენებდა, თუ როგორ სჯიან სიკვდილით – The Times of India ავრცელებს.
მუმბაელი პოლიციელის მეუღლემ გოვინდ ბალაჯი დევდემ მას სამზარეულოში პლასტიკური ჯაჭვის გაჭიმვა სთხოვა, რომ თეთრეული ჩამოეკიდა, რომელიც ქუჩაში დაწყებული მუსონების გამო შეუძლებელი იყო.
სამართალდამცველმა გადაწყვიტა შემთხვევით ესარგებლა და ცოლისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ სჯიან სიკვდილით ტერორისტებს. ის სკამზე აძვრა, თავზე მეუღლის სარი ჩამოიცვა და მარყუჟი ჩამოიცვა, მეორე ბოლო ჭერზე მიაბა. ამ დროს სკამი შემთხვევით გაუცურდა და გოვინდი თოკზე დაეკიდა. ცოლმა მეზობლებს დახმარებისთვის დაუძახა, მაგრამ თოკის გადაჭრას გარკვეული დრო დასჭირდა. პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული.
ინდოეთში ჩამოხრჩობა სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ფორმაა. ქვეყანაში 2000 წლიდან 2000 ადამიანს მიესაჯა სიკვდილით, ამასთანავე, სისრულეში მხოლოდ 4 განაჩენია მოყვანილი.

banner
წინა სტატიაშიკემერონი კორბინს: “ყველაფერს გაფიცებ, წადი”
შემდეგი სტატიათურქული მედია ორი სავარაუდო თვითმკვლელის ფოტოს აქვეყნებს