ინდოელი მეცნიერები: აინშტაინისა და ნიუტონის თეორიები მცდარია

ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის ყოველწლიურ სხდომაზე, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდროი მოდიმ გახსნა, გაისმა მტკიცებულებები, რომლებმაც აინშიაინისა და ნიუტონის აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენეს. ზოგიერთი ინდუსი მეცნიერის მტკიცებით, მათმა უძველესმა წინაპრემპა იცოდნნენ ღეროვანი უჯრედის არსებობა და ამ მიმართულებით კვლევებსაც ატარებდნენ.
ინდოეთის წამყვანმა მეცნიერებმა ეს განცხადებები გააკრიტიკეს.

ინდური მითოლოგია და თეორიები, რომელზეც დაფუძნებულია რელიგია, პირველად არ გამხდარა ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის პროგრამის ნაწილი. სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა უძველესი ინდუსური ტექსტი მოიყვანა ციტატად იმის დამადასტურებლად, რომ ღეროვანი უჯრედები ათასობით წლების უკან იყო აღმოჩენილი.

ანდარას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნაგეშვარ რაომ განაცხადა, რომ ინდუსური ეპოსის “რამაიანას” დემონს 24 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი ყავდა და ასევე, ჰქონდა ასაფრენი ბილიკები.
შტატ ტამილ-ნადუს უნივერსიტეტის მეცნიერმა კ. კრიშნანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისააკ ნიუტონი და ალბერტ აინშტაინი შეცდნენ თავიანთ თეორიებში და რომ გრავიტაციულ ტალღებს სახელი უნდა გადაერქვას და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრი მოდის სახელი უნდა დაერქვას. კრიშნანის თქმით, ნიუტონს არ ესმოდა წინააღმდეგობის გრავიტაციული ძალის ბუნება, აინშტაინის თეორიამ კი ხალხი შეცდომაში შეიყვანა.

ინდოეთის სამეცნიერო კონგრესების ასოციაციამ მსგავსი გამოსვლების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უძველესი ტექსტების მნიშვნელობას ეჭვქვეს არავინ აყენებს, თუმცა, მათი სამეცნიერო მტკიცებულებებად გამოყენება გონიერებას მოკლებულია.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპანტები გააქტიურდნენ – ე.წ. მესაზღვრეები მონადირეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაგაბონში გადატრიალება ჩაიშალა. ამბოხებულები დააკავეს