ინდოელი დეპუტატი სამსახურში ჰიტლერის კოსტუმით მივიდა (ვიდეო)

ინდოეთის პარლამენტის დეპუტატი ნარამალი სივაპრასადი სამსახურში ადოლფ ჰიტლერის კოსტუმით მივიდა – Hindustan Times-ი წერს. პარტია Telugu Desam Party-ის პოლიტიკოსმა ულვაშები დაიწება, ხაკისპერი პიჯაკი ჩაიცვა და სვასტიკიანი სამკლავური გაიკეთა. კოლეგებთან შეხვედრისას ის გერმანულად საუბრობდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამდაგვარად ის მოწოდებას აკეთებს ინდოეთის შტატ ანდრხა პრადეშს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს. მისი თქმით, ქვეყნის პრემიერი ნარენდრა მოდი “ვერ ხვდება რა უნდა ხალხს”, მისი აქცია კი მთავრობისთვის იმის შეხსენებაა, რომ ჰიტლერის ნაბიჯებით არ უნდა მიდიოდეს ინდოეთის პრემიერი – “სკაი ნიუსი” ავრცელებს.
ნარამალი სივაპრასადი ყოფილი მსახიობია. ის სამსახურში არა ერთხელ გამოცხადებულა სხვადასხვა კოსტუმში, მათ შორის, ქალის, ფერმერის, გურუ სატია საის და სხვა.

პარტია Telugu Desam-ი თვლის, რომ შტატ ანდრხა პრადეშს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს, რომ შტატმა განვითარება შეძლოს და დაფინანსება მიიღოს.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ბავშვების ყველაზე უცნაური სახელები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასტიქია გალის რაიონში (ვიდეო+ფოტო)