ინდოელი ბიზნესმენის აკბარ ქურეშის ქართველმა ადვოკატმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას

ინდოელი ბიზნესმენის აკბარ ქურეშის ქართველმა ადვოკატმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა რეაგირება მოახდინოს წუხელ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდართან დაკავშირებით. ადვოკატი სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამიღებას ითხოვს, სადაც მისი ვარაუდით დაფიქსირებული უნდა იყოს მესაღვრეების ქმედება. ინდოელი ბიზნესმენის ადვოკატი ფიქრობს, რომ აკბარ ქურეში საქართველოში უშიშროების სამსახურის მითითებით არ შემოუშვეს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბიზნესმენი ამბობს, რომ საბუთების გადამოწმებისას მესაღვრეები დირექტივებს ტელეფონის საშუალებით ღებულობდნენ, თუმცა კონკრეტულად ვისგან, ეს ამ დროისათვის მათთვის უცნობია:

“ისინი დირექტივებს ღებულობდნენ, ურეკავდნენ ვიღაცას… ყველა მიწოდებული დოკუმენტი მათთვის უკვე იყო არასაინტერესო…მე ვფიქრობ, რომ ეს იყოს უშიშროების სამსახური ” აცხადებს ბიზნესმეის ადვოკატი.

რაც შეეხება თავად ბიზნესმენს. “კურიერთან” ინეტრვიუში ის ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და დეტალურად იხსენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასულ ღამეს მომხდარ შემთხვევას.აკბარ ქურეში აცხადებს, რომ თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ ის შეიყვანე აეროპორტის ოთახში, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. ბიზნესმენი მომხდარს აფასებს პოლიციელების მხრიდან დამაცირებელ და არასათანადო მოპყრობად. მისივე თქმით, ის დღეს კიდევ შეეცდება საქართველოში შემოსვლას და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ქვეყნიდან საკუთარ ბიზნესს გაიტანს.

 

https://youtu.be/LKkAAA-Naws

 

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) დაპირისპირება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიაშტორმი, ელჭექი და ძლიერი წვიმა – დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება