ინდოელები მინისტრს საკუთარ თირკმელს მასობრივად სთავაზობენ გადასანერგად

ინდოეთში სოციალური ქსელების მომხმარებლები მასობრივად აცხადებენ მზაობას იმისათვის, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სუშმა სვარაჟს ტრანსპლანტაციისათვის საკუთარი თირკმელი მისცენ.
54 წლის მინისტრი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. ნოემბრის დასაწყისში ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
15 ნოემბერს სვარაჟმა დაწერა “ტვიტერში” იმის შესახებ, რომ თირკლმების რეაბილიტაციის პროცედურას გადის. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას საკუთარი თირკმლები შესთავაზეს გადასანერგად, ისინი მინისტრის ტვიტზე კომენტარს ტელეფონის ნომერთან ერთად ტოვებენ.
ერთ-ერთი 24 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ასევე მზაობა გამოთქვა მინისტრს თირკმელი დაუთმოს, წერს: “მე ძალიან ბედნიერი ადანმიანი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი თირკმლის ქალბატონ სვარჟისათვის შეთავაზება შემიძლია. მან იმდენი რამ გააკეთა ინდოეთის მკვიდრებისთვის ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის კვირაობითაც კი ხსნიდა სამინისტროს ჩვენ რომ დაგვხმარებოდა” – წერს 24 წლის შარმა.

სუშმა სვარაჟმა “ტვიტერზე” მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიმოწმე: ვალერი გელაშვილის ცემაში მონაწილე თითოეულ პირს, კოდუამ პრემიის სახით, 500 დოლარი გადასცა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: სასამართლოს გადასაწყვეტია, როგორ დასრულდეს “რუსთავი 2”-ის დავა